05 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ელ-პასოს პოლიცია ავრცელებს. სამართალდამცველების ცნობით, ექიმებმა თავდასხმის დროს დაშავებული 2 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტეხასსა და ოჰაიოში დატრიალებული ტრაგედიების შემდეგ, დონალდ ტრამპი მასობრივი მკვლელობებისთვის სიკვდილით დასჯის ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი კანონპროექტის მომზადება მან იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა.

ტეხასსა და ოჰაიოს შტატებში რამდენიმე საათიანი ინტერვალით მომხდარ თავდასხმებს, საერთო ჯამში 31-ი ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

დღის ამბები