05 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
ბირთვული განიარაღება უსაფრთხო მსოფლიოს გარანტია - იაპონიის პრემიერ-მინისტრის გზავნილი

ბირთვული განიარაღება უსაფრთხო მსოფლიოს გარანტია - ეს გზავნილი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჰიროსიმას დაბომბვის წლისთავზე გააჟღერა. დღეს იაპონელები ატომური ბომბის აფეთქების შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. ზუსტად 74 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ავიაციამ ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდო.

ტრადიციის თანახმად, სამგლოვიარო ცერემონია ადგილობრივი დროით 8 საათსა და 15 წუთზე ზარების რეკვით დაიწყო, რის შემდეგაც 200 ათასზე მეტ დაღუპულს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. იაპონიის პრემიერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მსოფლიო ლიდერებს მსოფლიოს ბირთვული განიარაღებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები