03 მაისი 2024,   15:12
ვრცლად
დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი შსს-ის კონტექსტიდან ამოგლეჯილი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს

20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი დაპირისპირების პროვოცირებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს. „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ მკვლევარის უფლებადამცველებმა შინაგან საქმეთა სამინიტროდან სრულად გამოითხოვეს ის ვიდეომასალა, რომლის ნაწილიც უწყებამ გაავრცელა.

კადრები საკმაოდ ხანგძლივია და მასში მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია, რომელშიც ბეჟან ლორთქიფანიძე ფიგურირებს და სწორედ ამ უწყვეტი კადრების საშუალებით მარტივად შეიძლება დადგინდეს თუ რა ვითარება იყო რუსთაველის გამზირზე.

გიორგი გელხაურის განცხადებით, ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძის რეაქცია მოჰყვა სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი მოქალაქის კორდონში შეთრევას. ადვოკატის თქმით, ბეჟან ლორთქიფანიძე მის დახსნას ცდილობდა. ადვოკატის განცხადებით, შსს-მ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც კონტექსტიდან ამოჭრილი კადრები გაავრცელა.

„შსს-მ მონტაჟი გააკეთა იმ კადრების, რომ ამოჭრა ბეჟან ლორთქიფანიძის ფარზე მირტყმა. იქ, დავუშვათ, ვიღაც სხვა პიროვნება რომელიც ხელკეტს იქნევს და ა.შ. მაგრამ საზოგადოებას შეუქმნა განცდა, რომ იქ ძალადობის მეტი და პარლამენტში შეჭრის მიზნით ძალადობდა ბეჟან ლორთქიფანიძე და ამიტომ ეჭირა ფარი და ამიტომ ურტყამდა ფარი ფარს. რეალურად საერთოდ სხვა რამე გვაქვს. ბეჟან ლორთქიფანიძის რეაქცია გამოიწვია მხოლოდ იმან, რომ არ მომხდარიყო იმ ადამიანების მოტაცება, არ მომხდარიყო იმ ადამიანების დაჩაგვრა, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ამ აქციას,“ - განაცხადა გიორგი გელხაურმა

 

დღის ამბები