04 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება ოფიციალური ვაშინგტონისა და სეულისთვის გაფრთხილებაა - კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების დემონსტრაციული გაშვება ოფიციალური ვაშინგტონისა და სეულისთვის გაფრთხილებაა - კიმ ჩენ ინის ამ განცხადებას ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია ავრცელებს. ქვეყნის ლიდერის თქმით, ახალი ტიპის რაკეტების გამოცდა შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე ადეკვატურ პასუხს წარმოადგენს.

ამავე სააგენტოს ცნობით, ორი ტაქტიკური რაკეტა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბაზიდან გაუშვეს. რაკეტებმა მითითებულ სამიზნეს, აღმოსავლეთ ზღვაში მდებარე კუნძულს, ზუსტი დარტყმა მიაყენეს.

დღის ამბები