04 მაისი 2024,   20:02
ვრცლად
აშშ-ს კონგრესი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

შეერთებული შტატების კონგრესში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ. “Washington Posts”-ის  ინფორმაციით,  რუსეთისგან სარაკეტო სისტემების შესყიდვის გამო, კონგრესმენები დონალდ ტრამპს ოფიციალური ანკარის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ . კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ სანქციები ეტაპობრივად უნდა დაწესდეს, რათა დონალდ ტრამპს ანკარასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა ჰქონდეს და დაარწმუნოს თურქეთის ხელისუფლება, ნატოს შემადგენლობაში დარჩეს.

შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტში უკვე შესულია დებულება, რომლის მიხედვითაც რუსული ეს-400-ის შეძენის გამო, თურქეთს ამერიკული ეფ-35-ი ტიპის გამანადგურებლების ყიდვა ეკრძალება.

დღის ამბები