04 მაისი 2024,   23:30
ვრცლად
დონალდ ტრამპი თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ელ-პასოში ჩადის

დონალდ ტრამპი თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ელ-პასოში ჩადის. შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტეხასის საზღვრისპირა ქალაქში დღეს ელოდებიან.

ტრამპის გამგზავრებამდე, თეთრ სახლთან იარაღის კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე დღის წინ ტეხასისა და ოჰაიოს შტატებში მოწყობილ მასობრივ მკვლელობებს 31 ადამიანი ემსხვერპლა.

თავდასხმის შემდეგ ოჰაიოს გუბერნატორი ე.წ. "წითელი დროშის" კანონის ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ხელისუფლებას უფლებას მისცემს, იარაღი ჩამოართვას ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა საკუთარ თავს ან სხვებს ზიანი მიაყენონ.

დღის ამბები