04 მაისი 2024,   22:56
ვრცლად
ჰოლივუდის დიდების ხეივანს კინორეჟისორ გილიერმო დელ ტოროს ვარსკვლავი შეემატა 

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ამჯერად ეს პატივი ოსკაროსან კინორეჟისორის გილიერმო დელ ტოროს ხვდა წილად. წარმოშობით მექსიკელმა კინოხელოვანმა ვარსკვლავი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ კრიზისს და მიგრანტებს მიუძღვნა.

სიტყვით გამოსვლისას გილიერმო დელ ტორომ აღნიშნა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ეს არის ნიშანი ყველა მიგრანტისთვის რომ არ უნდა დაკარგონ რწმენა, დაბრკოლებების მიუხედავად, მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

გილიერმო დელ ტორო შეერთებულ შტატებში სწორედ არალეგალი მიგრანტის სტატუსით მოხვდა და წლების განმავლობაში საბუთის მოპოვებას ცდილობდა. განსაკუთრებულ წარმატებას ჰოლივუდში ბოლო წლებში მიაღწია და გახმაურებული ფილმისთვის ” წყლის ფორმა” ოსკარიც მიიღო.

დღის ამბები