30 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
დავით ბაქრაძე სოფელ ხეითიდან იძულებით დევნილ ოჯახებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ცხინვალის რაიონის სოფელ ხეითიდან იძულებით დევნილ ოჯახებს გორის მუნიციპალიტეტის სკრის დასახლებაში შეხვდა. დავით ბაქრაძესთან საუბარში დევნილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს რუსული ოკუპაციისა და აგრესიის მძიმე დღეები და დევნილების დღევანდელ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა უჩა კეკელიშვილი, რომლის ოჯახსაც 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

„არსებობს სოციალური პრობლემები, ძალიან მაღალია უმუშევრობა დევნილებში, მაღალია გადასახადები, გაუქმებულია ძალიან ბევრი შეღავათი, რომლითაც სარგებლობდნენ. ეს ყველაფერი არის აღსადგენი და მისახედი და ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის  ვალდებულება,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები