05 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
ივანიშვილს უნდა, რომ ნიკა გვარამია ჯერ მორალურად გაანადგუროს და მერე ჩასვას ციხეში - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ნიკა გვარამია ჯერ მორალურად გაანადგუროს და მერე უკვე, როგორც მორალურად განადგურებული ისე ჩასვას ციხეში“, - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ჭიაბერაშვილი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„ძნელია, განსაზღვრო ბიძინა ივანიშვილის მოქმედებები, ის ფაქტია, რომ კატა-თაგვობანას თამაშობს, ჰგონია,  რომ თითონ არის კატის და მდევარის როლში, მაგრამ ეს როლი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, რასაც ჩვენ საზოგადოებაში ვუყურებთ. ერთი რაიმეს პროგნოზირება შემიძლია, რასაც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, იმ მოთხოვნით მივა პროკურატურა და იმას დაადასტურებს სასამართლო. ივანიშვილს უნდა, რომ ნიკა გვარამია ჯერ მორალურად გაანადგუროს და მერე უკვე როგორც მორალურად განადგურებული, ისე ჩასვას ციხეში, მას უბრალოდ არ ესმის, რომ დღეს აღარ არის პერიოდი, როდესაც ივანიშვილი ჭარბი ნდობით სარგებლობდა, დღეს საზოგადოება მას ძალიან კრიტიკულად უყურებს,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები