02 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
პროკურორებმა არცერთ კითხვაზე არ მიპასუხეს - დიმიტრი საძაგლიშვილი

„პროკურორებმა არცერთ კითხვაზე არ მიპასუხეს“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა "კურიერთან" გააკეთა.

საძაგლიშვილი საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება.

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურორებმა რიგ შემთხვევებში არ იციან, რა დევს საქმის მასალებში და კითხვებზე პასუხი მას არ მიუღია. მისი თქმით, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

„რეალურად, პროკურატურის მიზანი არის ორი, პირველი მიზანი ეს იყო ნიკა გვარამიას იმიჯის შებღალვის მცდელობა, რასაც ემსახურებოდა გუშინ პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგი და უბრალოდ ტყუილების ლაპარაკი და ჭორაობა... მეორე მიზანი არის მთავარი, რომ ხელი შეეშალოს ნიკა გვარამიას ახალი ტელეკომპანიის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში. როგორც ჩანს, ხელისუფლება ძალიან შეშინებულია ამ განცხადებით, რომელიც ნიკამ გააკეთა ახალ ტელევიზიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები