02 მაისი 2024,   13:55
ვრცლად
უგუნურმა თეზისმა - "რუსეთი არ გავაღიზიანოთ", გაცილებით უარეს მდგომარეობაში ჩაგვაყენა - გრიგოლ ვაშაძე 

აგვისტოს ომიდან უკვე 11 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ ექვს პუნქტიან შეთანხმებას. საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტები ამ მიმართულებით საერთშორისო ასპარეზის არასაკმარისად გამოყენებასა და უფრო მეტიც, მოღალატეობრივ ქმედებაში ადანაშაულებენ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიდგომამ, "არ გავაღიზიანოთ რუსეთი", ქვეყანა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააყენა. 

„სრულიად მცდარმა, მოუფიქრებელმა და უგუნურმა თეზისმა, "რუსეთი არ გავაღიზიანოთ", გაცილებით უარეს მდგომარეობაში ჩაგვაყენა. რა დიდი მომზადება სჭირდება იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ჩვენი ძალიან კვალიფიცირებული დიპლომატიის მეშვეობით, აბსოლუტურად ყველა დოკუმენტში ჩვენ ვეცადოთ იმ თემების შეტანა, რაც საქართველოს დეოკუპაციას სჭირდება და მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას. მაგრამ არაფერი ეს არ კეთდება. თუ არ გაქვს მუდმივი, ყოველდღიური მუშაობა, უპირველესყოვლისა შენს მოკავშირეებთან, რა თქმა უნდა სულ ყველას ეს თემა ავიწყდება.

მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, საერთოდ გაქრა საქართველო და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემა, ჩვენი მოკავშირეების სიიდან. ყველა ლაპარაკობს უკრაინაზე. მაგრამ არავინ არ ახსენებს, რომ უკრაინაში მომხდარი აგრესია იყო სხვა არაფერი, თუ არა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ტერორისტული აგრესიის გაგრძელება,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები