04 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
თავდასხმა ნორვეგიაში - შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ოსლოს გარეუბანში, მეჩეთში გახსნა

თავდასხმა ნორვეგიაში - შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ოსლოს გარეუბანში, მეჩეთში გახსნა. შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლამდე თავდამსხმელი თავად მეჩეთში მყოფებმა შეაჩერეს.

მოგვიანებით, პოლიციამ 20 წლის ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას ქალის ცხედარი აღმოაჩინა. სავარაუდოდ, ის დაკავებულის ნათესავია. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი ნორვეგიის მოქალაქეა და ის მარტო მოქმედებდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები