შეერთებულ შტატებში, პედოფილიაში ბრალდებული მილიარდერი ფინანსისტის თვითმკვლელობაში ეჭვი ეპარებათ. გენერალური პროკურორის უილიამ ბარის განცხადებით, მომხდარი სერიოზულ შეკითხვებს ბადებს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.
სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვა ნიუ-იორკის მერმაც. ჯეფრი ეპშტეინის ცხედარი საკანში აღმოაჩინეს.
მილიარდერი სასამართლო პროცესის დაწყების მოლოდინში იყო. 66 წლის ეპშტეინს არასრულწლოვნებით სექსუალურ ვაჭრობასა და მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ. ის სამართალდამცველებმა ნიუ-იორკში ივლისში დააკავეს და 45-თ წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.