05 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
"გამოვიყვანთ იმდენ ადამიანს, რამდენიც ბიძინა ივანიშვილს ცხოვრებაში არ უნახავს," - პარლამენტის აქციების ორგანიზატორები, 20 სექტემბრისთვის ემზადებიან

რუსთაველის გამზირზე პერმანენტული აქცია, ისევ მთავარი მოთხოვნით გრძელდება - გადადგეს გიორგი გახარია. საზაფხულო ფორმატში, პარლამენტის წინ გადაცემა ”სირცხვილია” კი, ისევ შედგება. აქციის ორგანიზატორების თქმით, 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების 56-ე დღეს, ისინი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. ორგანიზატორების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქციები, 20 სექტემბრიდან დაიწყება.

"20 სექტემბერს ძალიან სერიოზული თარიღი გვაქვს დაკიდებული და ქუჩაში გამოვიყვანთ იმდენ ადამიანს, რამდენიც ბიძინა ივანიშვილს ცხოვრებაში არ უნახავს,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე.

დღის ამბები