03 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
იაპონიაში ძლიერი ტროპიკული შტორმისთვის ემზადებიან

იაპონიაში ძლიერი ტროპიკული შტორმისთვის ემზადებიან. სტიქია ქვეყნის სამხრეთ კუნძულ "სიკოკუს," სავარაუდოდ, დღეს საღამოს მიაღწევს. რეგიონში უკვე გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია.

სტიქიის ზონიდან 400 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს, გადაიდო 700-მდე ავია-რეისი. შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობაც.

მეტეოროლოგები მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობებისა და მეწყერის ჩამოწოლის შესახებაც აფრთხილებენ.

დღის ამბები