04 მაისი 2024,   21:36
ვრცლად
თავდასხმა იერუსალიმში - ორმა პალესტინელმა ახალგაზრდამ პოლიციელს დანით ჭრილობები მიაყენა

თავდასხმა იერუსალიმში. ქალაქის ძველ ნაწილში, ორმა პალესტინელმა ახალგაზრდამ პოლიციელს დანით ჭრილობები მიაყენა. საპასუხოდ სამართალდამცველებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს და ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.

მეორე ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციის ინფორმაციით, ორივე ახალგაზრდა არასრულწლოვანია. დაშავებული პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები