01 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
სისხლიანი ტერაქტი ავღანეთში - დაღუპულია 63 ადამიანი, 200-მდე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი

სისხლიანი ტერაქტი ავღანეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი საქორწინო ცერემონიაზე მოიკლა, რომელიც ქაბულის ერთ-ერთ სასტუმროში იმართებოდა. ტრაგედიის დროს რესტორანში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 63 ადამიანი, 200-მდე დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა უწყების ინფორმაციით ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თალიბებმა სისხლიანი თავდასხმა დაგმეს და განაცხადეს, რომ დაჯგუფებას მომხდართან კავშირი არ აქვს.

ფოტო:INDEPENDENT.

დღის ამბები