26 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
"აი ფაქტის" სკანდალური გამოძიება და ფარული ჩანაწერი - საქართველში სავაჭრო ობიექტების ნაწილი მომსახურების საფასურს რუსული რუბლით იღებს

"აი ფაქტის" სკანდალური გამოძიება - ფარული ჩანაწერებით, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯფუფმა გამოაქვეყნა, დგინდება რომ საქართველში სავაჭრო ობიექტების ერთი ნაწილი გაწეული მომსახურების საფასურს რუსული რუბლით იღებს. კანონში კი პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ანგარიშსწორების ერთადერთი ლეგალური ვალუტა ლარია.

ფარულ ჩანაწერებში ჩანს, როგორ ყიდიან თბილისი-ლარსის საავტომობილო გზაზე მდებარე კაფეებსა და სხვადასხვა მაღაზიაში, პროდუქციას რუსულ რუბლზე. კანონის თანახმად ხელისუფლება ვალდებულია ეს პირები დააჯარიმოს.

"აი ფაქტმა" შემოსავლების სამსახურს კითხვა რომელსაც კონტროლი ევალება, რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება. უწყებაში გამომძიებელ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მოკვლევა დაწყებულია, თუმცა უცნობია შედეგი.

„ძალიან ბევრი სასტუმრო, რესტორანი თუ ბარი, თანახმა იყო, რომ რუბლში გაეწია მომსახურეობა. ჩვენ მათგან ვიღებდით ამ მომსახურებას, ვიხდიდით რუბლს, ვყიდულობდით სხვადასხვა ნივთებს და როდესაც ვეკითხებოდით ამ ყველაფერს, რომ რატომ ვაჭრობთ რუბლში, გვეუბნებოდნენ, რომ თუ რუბლში არ ვივაჭრებთ, ჩვენ არ გვეყოლება კლიენტურა,“-ამბობს აი, ფაქტის” გამომძიებელი ჟურნალისტი ია ასათიანი.

დღის ამბები