26 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
საუდის არაბეთში დრონების თავდასხმამ ნავთობის ფასზე იმოქმედა

საუდის არაბეთში ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასმა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა მსოფლიო ბაზრის მომარაგება 5%-ით შეამცირა, რამაც ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია.

ფასის მცირედი კორექტირება მოახდინა დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ შეერთებული შტატები ბაზარზე ნავთობის მოთხოვნას საკუთარი მარაგიდან დააკმაყოფილებს.

ბირჟებზე ოქროს ფასიც 1%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნავთობზე ფასის ცვალებადობა საერთაშორისო ეკონომიკაზე მძიმედ იმოქმედებს და არ გამორიცხავენ გლობალური რეცესიის განმეორებას.

დღის ამბები