26 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
გამოკითხული მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI  

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.  

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის " (NDI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხული რესპოდენტების 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის შედეგები ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა.

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა პასუხები ასე გადანაწილდა:

მოქალაქეების 18%-მა თქვა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 30%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ხოლო 49% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

 

 
 
  
 
დღის ამბები