22 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
"მოვა დღე, როცა ოჯახი პოზიციას დააფიქსირებს"- ვარკეთილში გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი

ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმომხტარი ბიჭის ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

"ოჯახს არ სურს კონკრეტულად დღევანდელ დღეს რაიმე აზრის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ალბათ მოვა დღე, როცა ოჯახი თავის პოზიციას დააფიქსირებს,"- ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელი. 

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ უკვე დააკავა 6 ეჭვმიტანილი. ბრალდებულებს შორის ნაწილი არასრულწლოვნები არიან.

დღის ამბები