ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის საქმის პროკურორის განცხადებით, საგამოძიოებო უწყებას ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული.
"არასრულწლოვანი გ.ყ.-ს მიმართ ექვსმა პირმა, მათ შორის ორმა არასრულწლოვანმა განახორციელა ჯგუფური ძარცვა. თავდაპირველად დაზარალებულს მოსთხოვეს მობილური ტელეფონის გადაცემა-დალომბარდება, უარის მიღების შემდგომ კი ძალადობრივი გზით დაეუფლნენ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, გამოძიების ეტაპზე არა ერთი უტყუარი მტკიცებულება იქნა მოპოვებული, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებს, მოცემულ მომენტში ბრალდებულ პირთა დანაშაულის ჩადენას,"-აცხადებს პროკურორი ნათია ქომიაშვილი.