აჭარაში გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ტენდერი ორჯერ ჩატარდა. დაიხარჯა ორი მილიონი ლარი, თუმცა დაწყებული და დაუსრულებელი სამუშაოების გამო მოსახლეობა ისევ გზის გარეშეა დარჩენილი.
ქობულეთში გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 3 წელია რემონტდება. ქაღალდზე სამუშაო შესრულებულია, მაგრამ ადგილზე რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. გადათხრილი და დაზიანებულია ასფალტის საფარი.
ცნობილია აუდიტის სამსახურის დასკვნაც: შესრულებული სამუშაო მოთხოვნებს არ შეესაბამება. მაკონტროლებელმა ორგანომ ასევე დაადგინა, რომ არ ჩანს, სად წავიდა ასი ათასობით ლარი. ოპოზიცია კორუფციულ დანაშაულზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა.
შოთა ფალავანდიშვილი