26 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
დედაქალაქში ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება

 

1 ოქრომბრიდან ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება. ხვალიდან ავტომობილები "ა" და "ბ" კატეგორიებად დაიყოფიან. ამის პარალელურად კი საკრებულოს ოპოზიცია, რეფორმის დადგენილებას მერიას უკან უგზავნის, რადგან მათი შეფასებით, პროექტი ჩავარდა. დედაქალაქის  მთავრობის ოპონენტები მოქმედი რეგულაციების გაუქმებასაც ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ კახა კალაძის გუნდმა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაითვალისიწინა.

"ფრაქცია ევროპული საქართველოს" საბჭოს წევრი დავით ჟღენტი ინიციატივას უარყოფითად აფასებს.  "თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით ამ ინიციატივის ვინაიდან ეს ადამიანები იყვნენ თვითდასაქმებულები და ამ რეგულაციით ექმნებოდათ წინაპირობა, რომ შესაბამისი შემოსავალი არ ექნებოდათ ან ნაკლები შემოსავალი ექნებოდათ.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტაქსის მძღოლებთან მიმართებაში განხორციელებული რეფორმა არ არის მართებული," აღნიშნა  "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" საბჭოს წევრმა, დავით ჟღენტმა. 

უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ასევე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილსაც, მისი შეფასებით რეფორმა ჩავარდა.

"დედაქალაქის მერის მიერ დაანონსებული ტაქსების რეფორმა ჩავარდა, მათივე მოწოდებული სტატისტიკით ირკვევა, რომ 30 ათასზე მეტი ტაქსის მძღოლისგან, რომლებმაც ოფიციალურად ლიცენზია აიღო, მხოლოდ 3000-მდე მძღოლმა გადაღება ტაქსები. 90%-ზე მეტმა მძღოლმა ავტომობილის გადაღებვაზე  უარი თქვა. ჩვენ მზად გვაქვს მთავრობის განკარგულების პროექტი. დღეს ამ პროექტს გავუგზავნით მერიას და მოვთხოვთ რეგულაციის გაუქმებას,"- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის კრიტიკას ტაქსების ახალ რეფორმასთან დაკავშირებით თბილისის ვიცე-მერი გამოეხმაურა.

"ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე რა პასუხი უნდა გავცე. თუ რამე აზრიანს იტყვის ხაბეიშვილი პირობას გაძლევთ, რომ უკომენტაროდ არ დავტოვებ, მაგრამ რა გადასახადზე საუბრობს, რა ოპერატორებზეა საუბარი. თუ გულისხმობენ ტაქსის ოპერატორებს, რომლებსაც აპლიკაციით შეკვეთებს აძლევენ, ეს აქამდეც იყო და მერეც იქნება. ჩვენ ყველაფერი ისე ავაწყვეთ, რომ ყველას მივეცით შესაძლებლობა  დანახარჯების გარეშე თავიანთი სატრანსპორტო საშუალება მოეყვანათ "ა" კატეგორიის სტანდარტთან შესაბამისობაში,"-აღნიშნა  ირაკლი ხმალაძემ.

ოპონენტების განცხადებებს ასევე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, ტაქსებთან დაკავშირებულ რეფორმას თბილისის მერია ბოლომდე მიიყვანს.

"არაადეკვატურები არიან, მათი მთავარი ამოცანაა დედაქალაქში ქაოსი  და დაძაბულობა დედაქალაში შეიტანონ. ასე რომ მათ ბრალდებას ვერ მივიღებთ. წაიკითხონ, ჩახედონ ციფრებს და მეტად კომპეტენტურები იყვნენ. ის მოცემულობა რაც  ჩვენ გვქონდა, ის გამოწვევები, რაც არსებობდა ამ საინვესტიციო ჯგუფებთან ერთად გავიარეთ, ამიტომ ყველა პირობაა იმისთვის, რომ დედაქალაქში ტაქსი იყოს უფრო უსაფრთხო და მოწესრიგებული და ჩვენ ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა ირაკლი ზარქუა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები