06 მაისი 2024,   15:53
ვრცლად
ვაკეში ტაქსის მძღოლი უკრაინელ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა

ვაკეში, ტაქსის მძღოლი უკრაინელ ტურისტ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ინციდენტის სხვა დეტალები და მომხდარის კონკრეტული მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები