06 მაისი 2024,   17:18
ვრცლად
ჰონგ-კონგში აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ობიექტებს ცეცხლი წაუკიდეს - დაკავებულია ათობით დემონსტრანტი

ჰონგ-კონგში ანტისახელისუფლებო აქციები და პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება. "თავისუფლება ჰონგ-კონგს" - ამ დევიზით აქცია ქალაქის სავაჭრო რაიონში დილით დაიწყო.

სიტუაცია დღის ბოლოს დაიძაბა, როდესაც დემონსტრანტებმა ბანკომატებს ცეცხლი წაუკიდეს, დაარბიეს მაღაზიები და მეტროსადგურები.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია ათობით დემონსტრანტი. ჰონგ-კონგში ორ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მოსახლეობა პეკინისგან დემოკრატიული კანონების მიღებას ითხოვს.

დღის ამბები