20 ნოემბერი 2019,   00:18
ვრცლად
გოჩა ვეფხვაძის მკვლელობა - შურისძიება წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო

5 ოქტომბერს, ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარი კრიმინალური ფაქტი,ზუსტად ერთ დღეში სასტიკი დანაშაულით დასრულდა. 41 წლის გოჩა ვეფხვაძე მეგობარ დავით რუსიასთან, რომელთანაც უთანხმოება, რამდენიმე წლის წინ დაიწყო, სახლში შეიარაღებული მივიდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ვეფხვაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეგობრის ოჯახის წევრებსაც. შურისძიების მოტივით კი მეორე დღეს რუსიამ 4 თანამზრახველთან ერთად ვეფხვაძის მკვლელობა დაგეგმა.

შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივებს ამ ინცინდენტის შემდეგ რუსიების ოჯახის არცერთი წევრი აღარ უნახავთ. მათ შორის არც დავით რუსია, რომელიც ამ დროისთვის უკვე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულია. კრიმინალურ გარჩევაზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ სხვა ბრალდებულის ოჯახის წევრებიც.

დანაშაულში მხილებული პირებიდან გამოძიებასთან არცერთი თანამშრომლობს. ხუთივე ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. ოთხი მძიმე მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეში ყველა ბრალდებული პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცეს.

ძველ მეგობრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რამდენიმე წლის წინ გოჩა ვეფხვაძე დაჭრეს. ამ საქმისთვის მაშინ პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძე  დააკავა, თუმცა, სასამართლოში ბრალი ვერ დაუმტკიცეს და გამართლდა. ნიშნიაძე ახლა იარაღის უკანონოდ ფლობისთვის პატიმრობაშია და მისი ადვოკატი მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარჰყოფს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოჩა ვეფხვაძის მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით დღეს განაცხადა.

დღის ამბები