26 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩის სისხლიანი გარჩევის საქმეზე ლევან ძნელაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ყიფშიძის ქუჩის სისხლიანი გარჩევის საქმეზე ბრალდებულ ლევან ძნელაძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო საავადმყოფოს პალატაში გაიმართა, სადაც ძნელაძე მკურნალობს.

ძნელაძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა გაასაჩივრონ.

"აღკვეთის ღონისძიების არგუმენტებად პროკურორმა დაასახელა ის, რომ მასზე თავდამსხმელთა ნაწილი ჯერ კიდევ გარეთ არის, შეიძლება ის კონფლიქტი გაგრძელდეს და ის პატიმრობაში უნდა იყოსო, შეიძლება მან მტკიცებულებები გაანადგუროსო. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია ამდენი ვიდეომასალის და მოწმის ჩვენების შემდეგ როგორ შეიძლება მტკიცებულებები გაანადგუროს. ბრალს, სავარაუდოდ გავასაჩივრებთ,"- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ლევან ძნელაძე თავდაპირველად დაზარალებული იყო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბრალი 236-ე 117-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენეს.

შეგახსენებთ, სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა.

დღის ამბები