08 დეკემბერი 2019,   22:03
ვრცლად
20-21 ივნისის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები

სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 20 ივნისის ღამის კიდევ ერთი აქტივისტი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაშია ბრალდებული.

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა მუხრან ფანგანმა დღეს პატიმრობა დაკავებიდან სამი თვის შემდეგ დაასრულა. ვიდრე სასამართლო დარბაზიდან 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ, ის ბრალდებას სრულად დაეთანხმა. ფანგანს გათავისუფლების შემდეგ დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია.

ფანგანის გათავისუფლების შემდეგ იმავე სასამართლო დარბაზში 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი შევიდა. ამჯერად მოსამართლე ერთადერთი დაკავებული სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის, ბრალეულობაზე მსჯელობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ 10 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდებულმა სამართალდამცველმა დღეს "კურიერის" კითხვებს არ უპასუხა.

გულის მწვავე პრობლემები - ეს იმერლიშვილის გათავისუფლების საფუძველია, რომელიც ჯერ სამედიცინო დასკვნაში ჩაიწერა და შემდეგ მოსამართლემაც გაითვალისწინა. დღეს ადვოკატი ამბობდა, რომ სპეცრაზმელის გათავისუფლება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე პრობლემებს არ ქმნის. ამ პოზიციას პროკურორი არ იზიარებს და ირწმუნება, რომ იმერლიშვილის გირაოთი გამოშვებას დღემდე არ ამართლებს.

იმ ფონზე, როცა ერთადერთი ბრალდებული სპეცრაზმელი თავისუფალია, საპატიმროში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ 15 აქტივისტი რჩება.

დღის ამბები