05 მაისი 2024,   06:31
ვრცლად
ურთიერთბრალდებები ანაკლიის პროექტზე - ვინ კლავს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მომავალს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე რამდენიმესაათიანი მორატორიუმი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბოძაშვილმა დაარღვია. ხელისუფლების მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელებისა და კონსორციუმის მხრიდან მოლაპარაკებების მოთხოვნის ფონზე ლევან ბოძაშვილმა Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებდა და ანაკლიაზე არაერთ კითხვას სვამდა. გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ "ლელოს" წევრმა ცოტა ხანში სტატუსი გააქრო, შემდეგ კი ისევ აღადგინა.

ლევან ბოძაშვილი  დარწმუნებულია, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხორციელება. ბოძაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, პროექტი ჩაშალოს და ამაში კონსორციუმი დაადანაშაულოს.

ლევან ბოძაშვილის მოსაზრებას "ლელოს" სხვა წვერებიც იზიარებენ. ანაკლიის პროექტის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებაზე მათაც არაერთი კითხვა აქვთ. თეონა დოლენჯაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ამოიწურა. მას არ სჯერა, რომ მთავრობა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება.

"ლელოს" სკეპტიციზმს იზიარებენ "ნაციონალურ მოძრაობაში." რომან გოცირიძე ხელისუფლებას კონსორციუმის დაშლაში ადანაშაულებს, ვადის მიცემას კი დროის გაჭიანურებად აფასებს. პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ პროექტის ჩაძირვის ბოლო სტადია დაიწყო. მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლების ქმედების მიღმა რუსული და მმართველი გუნდის ვიწროპარტიულ ინტერესებს ხედავენ. "ევროპულ საქართველოში" ეჭვობენ, რომ ხელისუფლებამ ინვესტორების დარწმუნება შეძლოს.

პოლიტიკური ბრალდებების ადრესატები პოლიტიკურ ოპონენტებს კონტრბრალდებებით პასუხობენ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში დამატებითი განმარტება აღარ გაკეთებულა. პოლიტიკურ ურთიერთბრალდებებში აღარ ჩაერთო არც ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

დღის ამბები