05 მაისი 2024,   03:34
ვრცლად
პარლამენტში კიდევ ერთი მოსამართლის ლევან მიქაბერიძის მოსმენა დასრულდა

პარლამენტში სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მიქაბერიძესთან გასაუბრება დასრულდა. უმაღლესი ინსტანციის უვადო მოსამართლეობის მსურველთან დეპუტატებს კითხვები წარსულ გამოცდილებაზე ჰქონდათ.

"ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ლევან მიქაბერიძეს სთხოვა, ჩამოეთვალა ის პრეტენზიები, რაც სასამართლო სისტემის მიმართ არსებობს, პასუხად, მიქაბერიძემ ერთ-ერთ პრობლემად საქმის ვადების დარღვევები დაასახელა.

ირაკლი აბესაძემ ამ განცხადების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მიმართა, სმენია თუ არა სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არსებობის შესახებ, რაზეც მიქაბერიძემ აღნიშნა, რომ ე.წ. კლანური მმართველობის განცდა არ უჩნდება.  

დღის ამბები