14 დეკემბერი 2019,   14:51
ვრცლად
"პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ ყველა რეგულაცია ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მიიღება" - "ვისოლის" პრეზიდენტი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესასოციაციის წარმომადგნელებს არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა შრომის კოდექსი, ეროვნული ვალუტა და ახალი რეგულაციები იყო. 

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო აპარატი ბიზნესისთვის უფრო მეგობრული იყოს.

"ვსაუბრობთ 20 წლის გეგმებზე და ვამბობთ, რომ დარჩენილ 2 თვეში ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიზნესს შევუქმნათ კომფორტული პირობები იმისთვის, რომ მათ უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი, ბიზნესგარემო იყოს უფრო პროგნოზირებადი, სახელმწიფო აპარატი უფრო მეგობრული ბიზნესისთვის. მიზანი მარტივია და ყველასთვის გასაგები - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებელი ქართული ბიზნესი,"- განაცხადა გახარიამ.

როგორც "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, პრემიერისგან მიიღო დაპირება, რომ ბიზნესთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია, ბიზნესთან კონსულტაციების და აზრთა შეჯერების შედეგად მიიღება. 

"ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ეხება ბიზნესს და ეკონომიკას, ამ ფილტრის გავლის გარეშე არ მიიღება. ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მივიღე დაპირება პრემიერის მხრიდან, რომ არცერთი ახალი რეგულაცია, რომელიც პირდაპირპროპორციულია ბიზნესთან და ეკონომიკასთან, ჩვენთან კონსულტაციების, აზრთა შეჯერების გარეშე, მისი შემოღება არ მოხდება,"- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

დღის ამბები