26 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
დახურული ბანკები და სკოლები - აქციის 11 დღე ლიბანში

ლიბანში აქცია 11-ე დღეა სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ქუჩებში ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

არეულობის გამო ქვეყანაში დაიხურა ბანკები, სკოლები და სავაჭრო ცენტრები. მომიტინგეები კორუფციასა და ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ.

მომიტინგეები აქციების გამართვას მანამდე განაგრძობენ, სანამ ხელისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკას არ შეცვლის.

დღის ამბები