03 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
საქართველოში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს - "ვოშინგტონ პოსტი" 

საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმას გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ვოშინგტონ პოსტი" ეხმიანება.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოში 2008 წლის შემდეგ მსგავსი მასშტაბის ჰაკერული თავდასხმა არ მომხდარა.

"ჰაკერული შეტევა 2 ათასამდე ვებგვერდზე მოხდა და გამორიცხული არაა თავდასხმის უკან რუსეთი იდგეს," - წერია სტატიაში.

სტატიის მიხედვით, მომხდარმა ცხადყო, რომ საქართველოს სუსტი კიბერუსაფრთხოება აქვს.

დღის ამბები