05 მაისი 2024,   00:16
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოში ვიზიტს იწყებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოში ვიზიტს იწყებს. დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ სტოკჰოლმის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც შვედეთის მხარის ინიციატივით იმართება.

შვედეთის სამეფოში ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ენ ლინდესთან, ევროკავშირის საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან პაულა კარვალო ოლოვსონთან, იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრთან მორგან იოჰანსონთან და თავდაცვის მინისტრთან, პიტერ ჰალთქვისტთან.

სტოკჰოლმში დავით ზალკალიანი ქართულ დიასპორასაც შეხვდება. 

დღის ამბები