26 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
სახელმწიფომ დაიბრუნა მართვის სადავეები ფილარმონიაზე - ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას სასამართლოში უჩივლა. უწყებამ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და დავალიანების დაფარვა მოითხოვა. სამინისტროს ინფორმაციით, დავალიანება 3,5 მილიონ ლარს აჭარბებს. 49-წლიანი მართვის უფლებით თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი 2007 წელს შპს "ინთერნეიშენალ ივენთსს" გადაეცა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით სახელმწიფომ ვერ დაინახა პოტენციალი, რომ "ინთერნეიშენალ ივენთსისთვის" მართვის ხელშეკრულება გაეგრძელებინა:

"ჩვენ ვიყავით მათთან კომუნიკაციაში, ვთხოვდით მიზეზებს, თუ რის გამო ვერ სრულდება მათზე დაკისრებული ვალდებულებები. მათ წარმოადგინეს გარკვეული ხედვა და მიზეზების ჩამონათვალი. რიგი მიზეზებისა შეიძლება იყო ობიექტური, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ არსებობს პოტენციალი ამ მართვის ხელშეკრულების გაგრძელებისა. სახელმწიფომ დაიბრუნა მართვის სადავეები ფილარმონიაზე, ხოლო რაც შეეხება ჩვენს შემდგომ გეგმებს, კონცეფცია დამუშავდება. ეს კონცეფცია პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ფილარმონიამ თავისი ღირსეული ადგილი და როლი დაიკავოს, როგორც საკონცერტო, კულტურული ცენტრის," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები