26 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
National Geographic, Forbes - ცნობილი გამოცემები მილიონიან აუდიტორიას საქართველოს კურორტებზე ეპატიჟებიან

National Geographic საქართველოს შესახებ მე-5 შემაჯამებელ სტატიას ავრცელებს. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა ჩვენი ქვეყნის რეგიონებს აღწერს და მილიონობით აუდიტორიას საქართველოს უნიკალურობაზე უამბობს.

ჟურნალისტი საკუთარ ვრცელ ნაშრომში მარტვილის კანიონს, ბახმაროს, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ უშგულს შუა საუკუნეების ტაძრებს, უძველეს ტრადიციებს, საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარას აღწერს. ასევე მკითხველს უშბასთან და თეთნულდთან დაკავშირებულ ლეგენდებს აცნობს.

National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს. სტატიები დიდ და მნიშვნელოვან გამოცემებში, სატელევიზიო გაშუქება და ჩვენი ქვეყნის გაცნობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. საქართველო მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტულად აქტიური ზამთრის სეზონისთვის ემზადება.

სამთო-სათხილამურო კურორტები სეზონის გახსნამდე გეგმიერ სამუშაოებს გადიან. მოსამზადებელი პერიოდი კურორტების ტექნიკურ და ვიზუალურ მოწესრიგებას დაეთმობა.

სეზონის გახსნამდე ყველა ტურისტული კომპანია კურორტების მიმართულებით ჯავშნებს ადგენენ და ტურისტებს სხვადასხვა დასასვენებელ თუ შემეცნებით აქტივობებს უგეგმავენ.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, პირველად საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 8 მილიონს გადააჭარბა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია. იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში ტურიზმიდან 2.8 მილიარდ დოლარი შემოვიდა, რაც 25 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.









დღის ამბები