26 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
არჩევნები ჩატარდება განსაზღვრულ ვადებში - არჩილ თალაკვაძის საგანგებო ბრიფინგი

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძემ სამწუხარო უწოდა საკანონმდებლო ორგანოს მიერ საარჩევნო კანონპროექტის ჩაგდების ფაქტს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციური ინსტიტუტის მიერ იქნა მიღებული. თალაკვაძის თქმით, ის, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით არ ტარდება, ქვეყნის დასასრული არაა:

"როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება მიიღო კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა - პარლამენტმა, სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო,  თუმცა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ვერ განხორციელება,  ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ ამის წარმოჩენა, ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე საქართველოში რჩება იგივე სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ირჩევდა და ცვლიდა ხელისუფლებებს.

მინდა დაგარწმუნოთ 2020 წლის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში  დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდებაკონსულტაციებს ვმართავთ საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო რეფორმა.  არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი და ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ 2012 წელს რეპრესიული საარჩევნო სისტემის პირობებში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

​თალაკვაძის თქმით, არჩევნები განსაზღვრულ ვადებში ჩატარდება:

"ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი და არჩევნები განსაზღვრულ ვადებში დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება,"- განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წევრების წასვლის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობა ძალებს მოიკრებს და მომავლზეც აიღებს პასუხისმგებლობას:

"ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ, ხვალ 11 საათზე უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება, ჩვენ მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას,"- აღნიშნა თალაკვაძემ.

 

დღის ამბები