11 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
"გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი და დავდგეთ ერთად" - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება

სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს - ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად დღეს ყველა სამედიცინო დაწესებულების წინ ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგები რამდენიმეწუთიან, სიმბოლურ, მდუმარე აქციას გამართავენ.

"გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი," - ნათქვამია ორგანიზატორთა მიმართვაში.

"თეთრი ხალათების" აქციას კოლეგები საქართველოს ფარგლებს გარეთაც უერთდებიან. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. დე ფაქტო უწყება მას "საზღვრის" განზრახ, უკანონო კვეთას ედავება.

"თეთრი ხალათების" აქცია სამედიცინო დაწესებულებების წინ, დღეს 12:00 საათიდან იგეგმება.

დღის ამბები