10 დეკემბერი 2019,   01:04
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა თითქმის არ აქვს " - დამოუკიდებელი დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

დამოუკიდებელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ზოგადად, პოლიტიკური პარტიების ნდობა საქართველოში მნიშვნელოვნად შესუსტებულია, განსაკუთრებით კი, მმართველი პარტიის მიმართ.

პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" პროპორციული სისტემით არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და ჩაგდებული დაპირების შემდეგ, ეს ფონი კიდევ უფრო გამწვავდა.

ისნის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა თითქმის არ აქვს, ხოლო პროპორციულ არჩევნებში სხვა რესურსი არ არის. აქედან გამომდინარე, პროპორციული არჩევნების სიტემა მათთვის წამგებიანია.

დღის ამბები