11 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
"საარჩევნო შედეგები რამდენიმე ათეულით ცდება კვლევით შედეგებს" - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა ​მდინარაძის განცხადებით, ყველა კვლევა სხვადასხვა შედეგს აჩვენებს, არჩევნებზე კი სულ სხვა შედეგი იდება.

"როგორ შეიძლება IPM-ის ჩატარებულ კვლევაში ლიდერობდეს ბაქრაძე, მაგრამ CRRC -ის  მიერ ჩატარებულ კვლევაში, მისი რეიტინგი ქრებოდეს და ლიდერობდეს სააკაშვილი. უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი და ეს ტენდენციური კვლევები საქართველოში რამდენიმე წელია ვრცელდება. შემდგომ კი, საარჩევნო შედეგები რამდენიმე ათეულით ცდება კვლევით შედეგებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

IRI- მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა,კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. 

დღის ამბები