10 დეკემბერი 2019,   08:25
ვრცლად
გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ლექციის მიმდინარეობისას მოკლეს

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის  59 წლის შვილი ლექციაზე მოკლეს.

ამის შესახებ Tagesspiegel-ი იტყობინება. ფრიც ფონ ვაიცზეკერს დანით შეიარაღებული მამაკაცი მაშინ დაესხა თავს, როცა ის ლექციას კითხულობდა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ლექციის მსმენელთა შორის იყო პოლიციელიც, რომელიც თავდამსხმელის შეჩერება სცადა,  თუმცა ისიც მძიმედ დაიჭრა.

პოლიციამ თავდამსხმელი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გერმანიის პრეზიდენტი 1984-1994 წლებში იყო, ის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიის წევრი იყო.

დღის ამბები