26 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
იტალიაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაღუპულია 5 ადამიანი

მიგრანტების ნავის ჩაძირვიდან ერთი დღის შემდეგ, იტალიაში 5 დაღუპული იპოვეს. ყველა გარდაცვლილი ქალია, ისინი ალჟირიდან, ტუნისიდან და პაკისტანიდან არიან.

ჩაძირული ნავიდან 149 მიგრანტი მაშველებმა გადაარჩინეს, მათ შორის 3 ბავშვი. გადარჩენილებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ზღვაში დაკარგულებიც არიან.

ერთი წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში აფრიკიდან იტალიისკენ მიმავალი ასობით მიგრანტი დაიღუპა.

დღის ამბები