03 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
ავტომანქანის დაწვის შედეგად ზუგდიდში ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა ზუგდიდში მომხდარი ავარიის შედეგად. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კარს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. აალების შედეგად მძღოლი ავტომანქანაში დაიწვა.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სასწრაფო და საპატრულო პოლიცია. 

დღის ამბები