05 მაისი 2024,   00:49
ვრცლად
პარლამენტში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს - დეპუტატები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მსჯელობენ

პარლამენტში დღეს დილიდან უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დილის 9 საათამდე შეიკრიბნენ და როგორც თავად ამბობენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მსჯელობენ.

მმართველი გუნდის დეპუტატები საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში უკვე 1 საათზე მეტია თათბირობენ. აღნიშნული შეხვედრის შესახებ მედიას ინფორმაცია არ ჰქონია. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტში შეხვედრა დასრულდება, დეპუტატები სასესიო დარბაზში გადაინაცვლებენ.

დღის ამბები