26 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს და სამუშაო ადგილები - ეკონომიკის სამინისტროს ახალი პროექტი

100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - პროექტის იდეა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის და მის ფარგლებში გასაყიდად გამოტანილ ობიექტებზე უნდა აშენდეს სასტუმროები, შეიქმნას მეურნეობა და დასაქმდნენ ადამიანები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ინვესტიციებთან ერთად საგულისხმოა ის სამუშაო ადგილები, რომელიც ამ პროცესების მერე გამოჩნდება.

"100 პარარელური აუქციონი გაიმართება დღეიდან და სულ მცირე 100 ობიექტი იქნება აუქციონზე გამოტანილი, ეს ყველაფერი კი სულ მცირე 150-მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტებია. ინვესტიციას კი სულ მცირე 200-მილიონს ველოდებით და ამ ციფრების მიღმა დგას ახალი სამუშაო ადგილები, " განაცხადა ნათია თურნავამ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ძლიერი ბიზნესი, რომელიც ადამიანებს დაასაქმებს.

"ათი თვის მასშტაბით 5.1 % , რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და ჩვენს ეკონომიკას მეტი ზრდა სჭირდება. სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი. ყველა ის აქტივი განსაკუთრებით, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია და არ არის სრულად ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ, რათა ბიზნესს მივცეთ საშუალება უფრო ძლიერად ოპერირებდეს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აუქციონი უახლოესი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები