05 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
აქციები და კონტრაქციები - დაპირისპირებების ეპიცენტრმა თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა

ქუთაისი, ზუგდიდი, მცხეთა, თბილისი და ქობულეთი - ბოლო დღეებში აქციების, კონტრაქციების და დაპირიპირებების ეპიცენტრი  რეგიონების ქალაქები გახდა. მმართველ ძალას ოპოზიცია სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის ბრალდებას ბრალდებით პასუხობენ "ქართულ ოცნებაში." მმართველი პარტიაში დაპირისპირებებს, რომელიც ბოლო დროს სხვადასხვა ქალაქში მოხდა, თავად ოპოზიციის მიერ ორგანიზებულს უწოდებენ. 

პირად წარსულს უკავშირებენ მმართველი გუნდის წევრები მათი თანაგუნდელის დეპუტატის და პოლიტსაბჭოს წევრის, დიმიტრი სამხარაძის ფეისბუქსტატუსაც, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით "ნაციონალური მოძრაობის"ლიდერს მიმართა. 

ხელისუფლების სახიფათო თამაშს უწოდებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მხრიდან კონტრაქციების გამართვას. დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს დაპირისპირებები ქვეყანას ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს.

დაპირიპირებები, რომელიც ჯერ ქუთაისში და მცხეთაში დაიწყო, გუშინ კი, უკვე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გაგრძელდა, პრემიერისთვის ემოციური ფონია. გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისფელება სამოალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს. 

გუშინ, "ქართული ოცნების" ოფისთან მმართველი პარტიის აქტივისტებსა და სამოქალაქო მოძრაობის წევრებს შორის დაპირიპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდიონარეობს. სახალხო დამცველი დამნაშავეთა დროულ იდენტიფიცირებას ითხოვს.

არსებული სიტაციის განსამუხტად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი.

ოპოზიცია აქციების რეჟიმში რჩება. მორიგი შეკრება პარასევს ქუთაისშია დაგეგმილი.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები