26 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
დეპუტატებს აღარ დავუძახებ ამათ, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მონები - ბოკუჩავა

საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება 88 ხმით 0-ის წინააღმდეგ შეუწყვიტა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ დეპუტატებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, "ბიძინა ივანიშვილის მონები" უწოდა. 

"დეპუტატებს აღარ დავუძახებ ამ ადამიანებს, არ იმსახურებენ, იმიტომ, რომ დეპუტატები ხალხის მანდატს ატარებს, ნდობას და პატივისცემას იმსახურებს და ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მონები, რომლებმაც ახლა, ამ წუთას მოუხსნეს დეპუტატის უფლებამოსილება ნიკა მელიას. 88 ესწრებოდა და 88-მ დაუჭირა მხარი. ამით ნიკას ვერაფერს დააკლებენ, ვერ დაგვაკლებენ ვერცერთ ჩვენგანს, იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე და ეს არის არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები