11 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
სამი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე - გურამ ვეკუამ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა

ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, გურამ ვეკუამ ატაცში 118, 122 და 126 კილოგრამი დაძლია და 3 ოქროს მედლით გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა ძალოსანმა ევროპის რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა. ვეკუამ აკვრაში 144, 148 და 151 კილოგრამი დაიმორჩილა და მეორე ოქროს მედალიც მოიპოვა.

მან ყველა ცდაზე ევროპის რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 277 კილოგრამით საუკეთესო შედეგი აჩვენა.

დღის ამბები