22 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
ტრამპის იმპიჩმენტი - პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაკითხვაზე დაიბარეს

შტატების კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე დაკითხვები გრძელდება. დემოკრატებმა პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი მიკ მალვეინი დაკითხვაზე დაიბარეს. იმპიჩმენტზე წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი. თუ საკითხს მხარს წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობა დაუჭერს, პროცესი სენატში გადაინაცვლებს.

შტატების სენატში იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც დემოკრატებმა ტრამპი ზელენსკის სატელეფონო საუბრების დროს შტატების პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს და ძალაუფლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დასდეს ბრალი.

დღის ამბები